რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ყარაბაღში არსებული ვითარება, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხი განიხილეს.
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ებრაჰიმ რაისის გააცნო რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საქმიანობა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის, ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები.
ირანული მედიის ინფორმაციით, ორივე მხარემ გამოხატა ინტერესი 3+3 საკონსულტაციო ჩარჩოს გააქტიურებასთან დაკავშირებით.
რუსეთის და ირანის პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს „ბრიქსის“ ჯგუფში ირანის სრული წევრობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე.