რუსეთისა და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების განლაგების გეგმა განიხილეს
რუსეთისა და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების განლაგების გეგმა განიხილეს

რუსეთისა და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების განლაგების გეგმა დეტალურად განიხილეს. ამ საკითხზე ბელგრადში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა იმსჯელეს.

„ამერიკულმა მხარემ ჩვენ მიერ გაერო-ში წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა – 29 აბზაცი. მათგან სამი ჩვენ მისაღებად მივიჩნიეთ. სულ არაფერს ნამდვილად ჯობს“, – განაცხადა ვლადისლავ სურკოვმა.

მისივე თქმით, მხარეები პოზიციების შეჯერებაზე მუშაობას გააგრძელებენ. როგორც სურკოვი ამბობს, აშშ და რუსეთი ე.წ. მინსკის შესრულებას უჭერენ მხარს.

ბელგრადში გამართული დიალოგის შემდეგ გავრცელდა ერთობლივი განცხადებაც, სადაც ვოლკერი და სურკოვი პირობას დებენ, რომ აშშ-ის და რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად თანამშრომლობას გააგრძელებენ. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დონბასში ომის დასასრულებლად მოსკოვს და ვაშინგტონს განსხვავებული კონცეფციები აქვთ.

კურტ ვოლკერი და ვლადისლავ სურკოვი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მიზნით, უკვე მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს.