რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფლების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფლების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ავტომობილში მყოფი სამხედროები დაიღუპნენ.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, მშვიდობისმყოფელები სადამკვირვებლო პოსტიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც დასახლებულ პუნქტ ჯანიათაგის რაიონში მათ მანქანას ცეცლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის ყველა გარემოების დასადგენად ადგილზე რუსეთისა და აზერბაიჯანის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელები მუშაობენ.