რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული ძალები ყირიმის ხიდს საზღვაო უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული ძალები ყირიმის ხიდს საზღვაო უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმის ხიდს საზღვაო უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. როგორც მოსკოვში ამტკიცებენ, ღამის განმავლობაში განადგურებულია სამი უპილოტო კატერი.

თავდასხმის გამო ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეწყვეტილი იყო.

უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიასთან დამაკავშირებელ ხიდზე თავდასხმის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.