რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ღამის განმავლობაში 27 უკრაინული დრონის განადგურების შესახებ იტყობინება

10:01, 15.10.2023

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ღამის განმავლობაში 27 უკრაინული დრონის განადგურების შესახებ იტყობინება. უწყების ცნობით, მათგან 20 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჰაერში გაანადგურეს.

ჩამოგდებული დრონებით 18 კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს, კიდევ ორი – ბელგოროდის.

მანამდე კურსკის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ ქალაქ კურსკისა და მის შემოგარენში 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ნამსხვრევები ქალაქ კურსკში და სოფელ ზორინოში ჩამოვარდა. გუბერნატორის ცნობით, არავინ დაშავებულა.

მსგავსი