რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 11 უკრაინული თვითმფრინავიდან ერთი – კალუგის ოლქის თავზე, ათი კი კურსკის რეგიონში გაანადგურეს.
„29 სექტემბრის ღამეს კიევის ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან ერთი იყო კალუგის ოლქის ტერიტორიაზე, 10 კი – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.