რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

რუსეთმა სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ „როიტერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, სულ მცირე, სამი უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსეთის დასავლეთ რეგიონებში.

მათივე განმარტებით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში, ხოლო ერთი – კურსკის რეგიონის თავზე.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.