რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთში სამხედროების გადაყვანა გრძელდება
რუსეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საშუალებით ყაზახეთში სამხედროების გადაყვანას აგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
„ივანოვსკის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფებისა და საჰაერო-სადესანტო ძალების 45-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ქვედანაყოფების გადაყვანა გრძელდება“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მოსკოვისა და ივანოვსკის მხარეებიდან ალმათისა და ჟეტიგენის აეროდრომებზე ხორციელდება გადასროლა.