რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთში სამხედროების გადაყვანა გრძელდება

17:50, 09.01.2022

რუსეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საშუალებით ყაზახეთში სამხედროების გადაყვანას აგრძელებს, –  ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

„ივანოვსკის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფებისა და საჰაერო-სადესანტო ძალების 45-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ქვედანაყოფების გადაყვანა გრძელდება“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მოსკოვისა და ივანოვსკის მხარეებიდან ალმათისა და ჟეტიგენის აეროდრომებზე ხორციელდება გადასროლა.

მსგავსი