რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით კრასნოდარის მხარეში რამდენიმე ობიექტზე თავდასხმის მცდელობა იყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით გამთენიისას კრასნოდარის მხარეში რამდენიმე ობიექტზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.
თავდაცვის უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ შავი ზღვის აკვატორიის თავზე, კრასნოდარის მხარის სანაპიროსთან ორი დრონი გაანადგურა.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოჭში აფეთქებების ხმა ისმოდა. არსებული ცნობებით, აფეთქებების ხმა ქალაქის ცენტრში, ასევე ოლიმპიურ პარკთან ისმოდა.
სოჭზე დრონებით იერიშის შესახებ ინფრომაციას ადასტურებს ქალაქის მერი ალექსეი კოპაიგოროდსკი. მისი ცნობით, ორი უკრიანული დრონის ჩამოვარდნას ქალაქში ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.