რუსეთის შსს - უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიანიჭებენ
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთი მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება იგეგმება. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამმართველოს უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება იგეგმება. მისივე თქმით, მოსკოვი არ აპირებს უკრაინის მიმართ საპასუხო ზომების მიღებას და უკრაინის მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაუწესდება.
შეგახსენებთ, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კიევმა რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს უკრაინაში ჩასვლა აუკრძალა.