რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი - რუსეთი და აშშ დიალოგის გზას დაადგებიან
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის განცხადებით, რუსეთი და აშშ დიალოგის გზას დაადგებიან.
„ჩვენ ვგრძნობდით კონსტრუქციულ დამოკიდებულებას. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნები ამ გზას გაჰყვებიან“, – განაცხადა გერასიმოვმა, ჟენევაში, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგებზე საუბრისას.
ჯო ბაიდენს და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები 16 ივნისს გაიმართა.