რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი – რუსეთი და აშშ დიალოგის გზას დაადგებიან

15:57, 20.06.2021

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის განცხადებით, რუსეთი და აშშ დიალოგის გზას დაადგებიან.

„ჩვენ ვგრძნობდით კონსტრუქციულ დამოკიდებულებას. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნები ამ გზას გაჰყვებიან“, – განაცხადა გერასიმოვმა, ჟენევაში, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგებზე საუბრისას.

ჯო ბაიდენს და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები 16 ივნისს გაიმართა.

მსგავსი