რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ხერსონის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხერსონი არტილერიით დაბომბეს, დაღუპულია ორი ადამიანი, ექვსი კი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრე პროკუდინის თქმით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 68 შეტევა განახორციელეს, ხერსონის რეგიონში ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, „გრადებიდან“, ავიაციისა და უპილოტო საფრენი აპარატებიდან 400-ზე მეტი ჭურვი ისროლეს. მხოლოდ ქალაქ ხერსონს რუსმა სამხედროებმა 35 ჭურვი ესროლეს. პარალელურად, უკრაინის სუმის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსი გახდა.