ხერსონზე რუსული ძალების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

10:25, 28.03.2024

გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

ასევე, თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო 40-მდე სახლი დაზიანდა.

მსგავსი