რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო საგანგებო რეჟიმში განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც საპრეზიდენტო ვადების განულება მოხდება
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო საგანგებო რეჟიმში განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო ვადების განულება მოხდება.
ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს ექნება შესაძლებლობა 2024 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის საკონსტიტუციო სასმართლოს წევრები უქმე დღეს, შაბათ შეიკრიბნენ სანქტ პეტერბურგში.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არ არის მითითებული იმ მოსამართლის ვინაობა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელია.
მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა .
რუსეთის კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტს შვიდი დღის ვადაში უნდა გადაუგზავნოს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილებები, რომლის განხილვაც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, საჯაროდ არ გამოცხადდება და მას სასმართლოს ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ.
მანამდე მსგავს საგანგებო რეჟიმში საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ 2014 წელს შეიკრიბა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსიის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.