რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატი - 2008 წლის 12 აგვისტოს „ისკანდერის“ გამოყენების შემთხვევაში გორის ცენტრალური მოედანი საერთოდ აღარ იარსებებდა
რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატი - 2008 წლის 12 აგვისტოს „ისკანდერის“ გამოყენების შემთხვევაში გორის ცენტრალური მოედანი საერთოდ აღარ იარსებებდა

რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატის თქმით, „2008 წლის 12 აგვისტოს „ისკანდერის“ გამოყენების შემთხვევაში გორის ცენტრალური მოედანი საერთოდ აღარ იარსებებდა“.

ეს განცხადება მაიკ სვენსონმა დღეს სტრასბურგში გააკეთა, სადაც საქარველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ზეპირი მოსმენაზე წარდგა.

„ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობამდე ვრცელდებობდა ცნობა, რომ სტან სტორიმანსი ტრაგიკულად გარდაიცვალა ნაღმტყორცნით თავდასხმისას. ამ დროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უკვე დატოვებული ჰქონდა გორი, ხოლო რუსები ჯერ იქ არ იყვნენ ჩასულები. ადვილი წარმოსადგენია, ვინ ისროლა ნაღმტყორცნიდან, რათა შემდეგ ყველაფერი რუსეთისთვის დაებრალებინა. „ჰიუმან რაით ვოჩის“ წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ გორის ცენტრში კასეტური ბომბი გამოიყენეს. თუმცა, შემდეგ ყოველგვარი ახსნა განმარტების შემდეგ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ეს განცხადება უარყო. ეს მართლაც „ისკანდერი“ რომ ყოფილიყო, გორის ცენტრალური მოედანი აღარ იარსებებდა“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატმა.

ამასთან ერთად მაიკ სვენსონმა საქართველოს მთავრობა ყალბი ვიდეოების გავრცელებასა და ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებაზე მომუშავე ნიდერლანდების საგამოძიებო ჯგუფის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. სვენსონის თქმით, საქართველომ ჰოლანდიელ ექსპერტებს „ისკანდერის“ ნამსხვრევების ნიმუშები არ აჩვენა.

„ჰოლანდიელ ექსპერტებს მხოლოდ საქართველოს მიერ წარმოდგენილ ვიდეობეთან და სურათებთან მიუწვდებოდათ ხელი. ერთ-ერთ ფოტოზე სტალინის ძეგლი ჩანს, რომელსაც არც ერთი ნაკაწრი არ აქვს. უნდა დაგარწმუნოთ, რომ „ისკანდერი“ ნამდვილად არ არის მგრძნობიარე კულტურისადმი“,- განაცხადა სვენსონმა.