რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა, პლენარულ სხდომაზე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს „იმ საზღვრებში აღიარებს, რომელშიც ისინი საკუთარ თავს გამოაცხადებენ“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.