რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინს მხარი დაუჭირა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინს მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა. მის კანდიდატურას 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა და 41-მა თავი შეიკავა.

მიშუსტინს დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმაში მოუსმინეს. როგორც მან აღნიშნა, მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. მიშუსტინის თქმით, მის პრიორიტეტებს შორისაა ციფრული ეკონომიკისა და ეროვნული პროექტების განვითარება.

მიხაილ მიშუსტინი 2010 წლიდან რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით გუშინ, მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერს, დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შესთავაზა. ასევე, მედვედევი „ედინაია რასიას“ თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება.