რუსეთის პრემიერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი ციფრული ეკონომიკის განვითარება იქნება
რუსეთის პრემიერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი ციფრული ეკონომიკის განვითარება იქნება

რუსეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. მიხაილ მიშუსტინმა განცხადება ფრაქცია „ედინაია რასიასთან“ შეხვედრის დროს გააკეთა.

მიხაილ მიშუსტინის თქმით, მის პრიორიტეტებს შორის ციფრული ეკონომიკისა და ეროვნული პროექტების განვითარება იქნება.

დღეს რუსეთის სახელწიფო დუმა მიხაილ მიშუსტინის პრემიერად დანიშვნის საკითხს უყრის კენჭს. მანამდე მიშუსტინი ოთხივე საპარლამენტო ფრაქციის წევრებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა გუშინ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ გადადგა.