რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, შვეიცარიის ხელისუფლებამ ოკუპირებული ყირიმის განათლების ე.წ. მინისტრის მოადგილეს ვიზა არ მისცა
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, შვეიცარიის ხელისუფლებამ ოკუპირებული ყირიმის განათლების ე.წ. მინისტრის მოადგილეს ვიზა არ მისცა

შვეიცარიის ხელისუფლებამ ოკუპირებული ყირიმის განათლების ე.წ. მინისტრის მოადგილეს აიდერ აბლიატიპოვს ვიზა არ მისცა. ამის შესახებ ირკვევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან, რომელშიც ოფიციალური მოსკოვი შვეიცარიის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამს.

„იმედგაცრუებულები ვართ შვეიცარიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უარი უთხრან მოსკოვში ყირიმის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილისთვის ვიზის მიცემაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, აბლიატიპოვს ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 39-ე სესიაში უნდა მიეღო მონაწილეობა.