რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ავრცელებს ინფორმაციას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ავრცელებს ინფორმაციას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელს, ირაკლი ტუჟბას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელს, კონსტანტინ კოჩიევს შეხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრეს.

„ხაზი გაესვა სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სწრაფი შემუშავების აუცილებლობას, ასევე საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკირებით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.