რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სასურსათო პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, მათ შორის სანქციების მოხსნას
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სასურსათო პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, მათ შორის სანქციების მოხსნას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სასურსათო პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, მათ შორის რუსეთის ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე სანქციების მოხსნას.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„სასურსათო პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, მათ შორის სანქციების მოხსნას, რომელიც დაწესდა რუსეთის ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე. ასევე, მოითხოვს უკრაინული მხარისგან ყველა პორტის განაღმვას, სადაც დგანან გემები. რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს აუცილებელი ჰუმანიტარული გასასვლელი, რასაც ის ყოველდღე აკეთებს“, – აღნიშნა რუდენკომ.

უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი ქვეყანაა, თუმცა რუსეთის მიერ მისი პორტების ბლოკადის გამო, ვერ ახერხებს მარაგების საზღვარგარეთული ქვეყნებისთვის მიწოდებას. ევროკავშირმა რუსეთი სასურსათო მარაგების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.