რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვში ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვში ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება რუსეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის საპასუხოდ მიიღო.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სკოპიეში რუსეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.