რუსეთის საგარეო უწყება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის საგარეო უწყება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებული ბოლო ინციდენტის გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდა ოფიციალურ თბილისთან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიული მუშაობის საჭიროებაზე, რათა საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა ზონაში ახალი გამწვავებების თავიდან აცილება მოხდეს. ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება, ერთი მხრივ, თბილისს და, მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე შემდგომი დემარკაციით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.