ტოივო კლაარი – ვემზადებით დეკემბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის შეხვედრებით, დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისში ჩამოვიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ტოივო კლაარის ცნობით, მას ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები აქვს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მოსამზადებლად.
„ვემზადებით დეკემბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის შეხვედრებით, დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში“, – წერს ტოივო კლაარი.
Good to be back in Tbilisi. It’s been a while. Preparing for next #GID round in early December with meetings in Tskhinvali today and in Sukhumi tomorrow. pic.twitter.com/TESnIRCewJ
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) November 21, 2023