რუსეთის საგარეო უწყება - აშშ-მ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებით ზღვარს გადააბიჯა
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ აშშ-მ ზღვარს გადააბიჯა, როდესაც უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. რიაბკოვი ამბობს, ამ ნაბიჯით მოსკოვი “ომს აღვივებს” და “ამერიკელი პოლიტიკოსებისადმი მოწოდებების გავრცელება ახლა გვიანია”.
„ამერიკული იარაღი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მსხვერპლს გაზრდის და ჩვენ გულგრილები ვერ ვიქნებით. აშშ უკრაინას ახალი სისხლისღვრისკენ უბიძგებს”, – განაცხადა რიაბკოვმა.
მისივე თქმით, “კიეველი რევანშისტები” ყოველდღე უხსნიან ცეცხლს დონბასს და აშშ-მ გადაწყვიტა, ამისთვის მათ იარაღი გადასცეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ ვაშინგტონი ლეტალურ იარაღს მიყიდის უკრაინას. მათ შორის, საუბარია ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და კომპლექსებზე Javelin. ტექნიკის საერთო ღირებულება 47 მილიონი დოლარია.