ამერიკული „ჯაველინები“ ვაზიანში გამართულ სამხედრო სწავლებაზე [ფოტო, ვიდეო]

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაზე „ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 სასროლეთზე ქართველმა სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო გადასატან კომპლექს „ჯაველინიდან“ წელს პირველად გაისროლეს.

საბრძოლო სროლების დროს, ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა „მარდერმა“ გაუწია.

სწავლებაში ქართული, ამერიკული და გერმანული საბრძოლო ტექნიკა გამოიყენეს. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში მონაწილეობა საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებმაც მიიღეს.

„ჯაველინი“ პირველად საქართველოში 2017 წლის აგვისტოში გამართული მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ (Nobel Partner) დროს ჩამოიტანეს.