სარაკეტო კომპლექსი Javelin - ამერიკული „რკინის შუბი“ საქართველოში
სარაკეტო კომპლექსი Javelin - ამერიკული „რკინის შუბი“ საქართველოში

საქართველო აშშ-ისგან მსოფლიოში ცნობილ და ყველაზე ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს.

Javelin-ის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გარიგებას მხარი დაუჭირა. საუბარია 75 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკაზე.

Javelin პირველად საქართველოში 2017 წლის აგვისტოში გამართული მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ (Nobel Partner) დროს ჩამოიტანეს.

„რკინის შუბი“ – Javelin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მობილური ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია. ის ანადგურებს ყველა სახის ჯავშანტექნიკას. ასევე, წარმატებით გამოიყენება დაბალ სიმაღლეზე მფრინავი და საშუალო სიჩქარის მქონე საფრენი აპარატების წინააღმდეგ, მათ შორის, ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და გარკვეული კატეგორიის თვითმფრინავების გასანადგურებლადაც კი.

Javelin აშშ-ის შეიარაღებული ძალებში 1996 წლიდან მოხვდა. აღნიშნულ გადასტან კოპლქესებს აქტიურად იყენებდნენ ერაყსა და სხვა სამხედრო კონფლიქტებში.

Javelin-ის რაკეტა კლასიკური აეროდინამიკური სქემით არის აგებული. სროლის დროს ის ფრთებს შლის. რაკეტა აღჭურვილია თვითდამიზნების ინფრაწითელი ქობინით. ის მუშაობს პრინციპით „გაისროლე და დაივიწყე“. როგორც წესი, ამ შეიარაღების გამართულად ფუნქციონირებას ორი ადამიანი სჭირდება – მსროლელი/ოპერატორი და საბრძოლო მასალის მიმწოდებელი. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში რაკეტის გაშვებას ერთი ადამიანიც შეძლებს. „რკინის შუბის“ მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე სამხედროს შეუძლია, სწრაფად შეიცვალოს პოზიცია და მეორე რაკეტა მაშინ გაისროლო, როდესაც ჯერ პირველს სამიზნემდე არ მიუღწევია.

Javelin-ის უპირატესობებია:

• რაკეტის დამიზნება შეიძლება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, ასევე ძლიერი კვამლის და ღამის პერიოდშიც;
• თვითდამიზნების სისტემა არ საჭიროებს განათებას;
• რაკეტით შესაძლებელია ტანკის ყველაზე სუსტი ნაწილის – სახურავის განადგურება;
• კომპლექსის ზომის და წონის გათვალისწინებით მისი გამოყენება ერთ სამხედროს შეუძლია;
• გამშვები ძრავა და „მსუბუქი გაშვების სისტემა“ რაკეტის გაშვებას შენობიდანაც უზრუნველყოფს;
• გამშვები და სამართავი ბლოკის გამოყენება შეიძლება ცალკეც – დაზვერვის მიზნით.

2013 წლის მონაცემებით, თითოეული ასეთი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის ღირებულება 100 ათასი ამერიკული დოლარია. გამშვები ბლოკის ფასი კი, 126 ათასი დოლარს აღწევს.