ირაკლი სესიაშვილი - აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სარაკეტო კომპლექს Javelin-ის გადმოცემა ქვეყნის თავდაცვის სფეროში ახალი სიტყვაა 
ირაკლი სესიაშვილი - აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სარაკეტო კომპლექს Javelin-ის გადმოცემა ქვეყნის თავდაცვის სფეროში ახალი სიტყვაა 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის გადაცემა ქვეყნის თავდაცვის სფეროში ახალი სიტყვაა.

როგორც პირველ არხს სესიაშვილმა განუცხადა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია.

“ეს ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და მოკავშირეობას ხაზს უსვამს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანია. მინდა, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას მადლობა გადავუხადო, რომელსაც ამერიკაში წარმატებული ვიზიტი ჰქონდა. ეს სისტემა მიმართულია არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ იმისათვის, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენი განვითარების შესაძლებლობები გაფართოვდეს. პროცესი გაგრძელდება, ენერგიასა და რესურს არ დავიშურებთ. ეს სისტემა ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული, რადგან თავდაცვის საშუალებაა”, – განაცხადა სესიაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin -ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.