რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სრულ ემბარგოს მხარს არასდროს დაუჭერს
რუსეთი ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სრულ ემბარგოს მხარს არასდროს დაუჭერს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
სერგეი რიაბკოვის თქმით, ზეწოლა, სანქციები და განსაკუთრებით ბლოკადა არ არის ის გზა, რომელსაც რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე იყენებს.
რუსი დიპლომატი ფიქრობს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევასთან და ჩრდილო კორეის პროვოკაციულ მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები ალტერნატიული მიდგომით უნდა მოგვარდეს.
აზიურ ტურნეში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთს ჩრდილო კორეის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვმა ფხენიანთან ეკონომიკური კავშირები უნდა გაწყვიტოს.