რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევების პასუხების მიღების შედეგად ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი დაღუპულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური ექსპერტიზა. შედეგების საფუძველზე დადგენილია ათივე გარდაცვლილის ვინაობა, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას”, – აცხადებენ უწყებაში.
ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ: რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პროგოჟინი, სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დიმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსევი; პოლოტები: ალექსეი ლევშინი და რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.