რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ 143 შეტყობინება მიიღეს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ 143 შეტყობინება მიიღეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაზარალებულთა ნათესავების უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ 143 შეტყობინება მიიღო.

„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მიიღო 143 განცხადება დაზარალებულებისგან ტერორისტული თავდასხმის შედეგად მათი ნათესავების ან ახლობლების გაუჩინარების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 139 ადამიანი, ხოლო დაშავდა 182. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.