რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - დანაშაული, რომლის შედეგადაც დარია დუგინა დაიღუპა, წინასწარ იყო შეკვეთილი და დაგეგმილი
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ მოპოვებული მონაცემების გათვალისწინებით, დანაშაული, რომლის შედეგადაც დარია დუგინა დაიღუპა, წინასწარ იყო შეკვეთილი და დაგეგმილი.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ამ დროისთვის უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს მანქანის ძირზე იყო მიმაგრებული. დარია დუგინა, რომელიც საჭესთან იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადეს უწყებაში.
მედია წერს, რომ შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგამოძიებო კომიტეტის კრიმინალისტიკის მთავარი სამმართველოს გამომძიებლები და სპეციალისტები.