უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარია დუგინას მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებას უარყოფს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარია დუგინას მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ბრალდებას უარყოფს.
შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.
„რუსეთის პროპაგანდა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს: პროპაგანდისტ დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებაში ქალი და მისი 12 წლის შვილი დაადანაშაულეს. გასაკვირად, მათ ადგილზე ესტონური ვიზა ვერ აღმოაჩინეს“, – აცხადებს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა ორი დღის წინ მოსკოვის ოლქთან ავტომობილის აფეთქების დროს დაიღუპა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს, მკვლელობის შემსრულებელი კი ამ დროისთვის ესტონეთში იმყოფება.
Ru-propaganda lives in a fictional world: 🇺🇦 woman and her 12-year-old child were “assigned” responsible for blowing up the car of propagandist Dugina. Surprisingly, they did not find the “Estonian visa” on the spot. Vipers in 🇷🇺 special services started an intraspecies fight.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 22, 2022