რუსეთის პროკურატურა შაქრო კალაშოვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
რუსეთის პროკურატურა „კრიმინალური ავტორიტეტის“ შაქრო კალაშოვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 700 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვს. შაქრო კალაშოვს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეში სულ 14 ფიგურანტია, რომელთაგან ორი სასამართლოს დაწყებამდე გარდაიცვალა. პროკურატურა 12 ბრალდებულისთვის შვიდიდან 10-წლამდე თავისუფლების აღკევთას ითხოვს
საქმეში ორი დაზარალებულია, მათ შორის, ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი ჟანა კიმი. გამოძიების ცნობით, მას ბრალდებულები რვა მილიონ რუბლს სძალავდნენ. ხოლო მეორე ბიზნესმენი ლევ გარამოვი, რომელსაც 10 მილიონი რუბლის გადახდას აიძულებდნენ. ბრალდებულთაგან დანაშაულს არავინ აღიარებს.
შაქრო კალაშოვი 2016 წელს დააკავეს. მისი საქმის ფარგლებში მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. გამოძიების ცნობით, მათ „კრიმინალური ავტორიტეტისგან“ ბრალის შემსუბუქების სანაცვლოდ 500 ათასი ევრო მიიღეს.
2017 წლის დეკემბერში რამდენიმე „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“ ზაქრო კალაშოვიც მოხვდა.
შაქრო კალაშოვი 2008 წლის ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ის რუსეთში 2014 წლის ოქტომბერში, ესპანეთში პატიმრობის მოხდის შემდეგ დაბრუნდა. საქართველოში მას დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.