უკრაინიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი „თენგო პიტერსკი“ გააძევეს
უკრაინიდან  ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი „თენგო პიტერსკი“ გააძევეს

უკრაინიდან კიდევ ერთი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს.

უკრაინის პოლიციის ცნობით მამაკაცი, რომლის ზედმეტსახელია „თენგო პიტერსკი“ ქალაქ დნეპრში დააკავეს.

„თენგო პიტერსკი“ უკრაინის აეროპორტ „ბორისპოლში“ 2018 წელს ჩამოვიდა და შემდეგ ქალაქ დნეპრში გაემგზავრა. მამაკაცი, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს, ქვეყენაში შეცვლილი სახელით და ახალი პასპორტით მოხვდა. უკრაინაში ის სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდა“ ,- ნათქვამია უკრაინის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, ქართველი კრიმინალის დეპორტაცია თურქეთში განხორციელდა.