რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ დიმიტრი მედვედევის „ტვიტერს“ ჰაკერები თავს დაესხნენ
რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ დიმიტრი მედვედევის „ტვიტერს“ ჰაკერები თავს დაესხნენ

რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ჰაკერებმა შეტევა მიიტანეს.

მანამდე მედვედევის გვერდზე გაჩნდა რამდენიმე უცნაური ჩანაწერი. ორივე ჩანაწერი მოგვიანებით წაშალეს.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ამჟამად პრემიერ-მინისტრის გვერდს ისევ მთავრობის ადმინისტრაციის წევრები აკონტროლებენ.