დიმიტრი მედვედევი - ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით, თუკი დადგინდება, რომ ისინი კიევის რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეურ შთამაგონებლებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია
დიმიტრი მედვედევი - ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით, თუკი დადგინდება, რომ ისინი კიევის რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეურ შთამაგონებლებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია

„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმას ტელეგრამში ეხმაურება რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით. არავითარი სასამართლო და გამოძიება არ დაგვეხმარება, თუკი ძალას არ დავუპირისპირებთ ძალას, სიკვდილს კი – ტერორისტების ტოტალურ დასჯასა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს. ეს მსოფლიო გამოცდილებაა. თუკი დადგინდება, რომ ისინი კიევის რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეურ შთამაგონებლებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია. ისინი უნდა მოიძებნონ და უმოწყალოდ განადგურდნენ, როგორც ტერორისტები, იმ სახელმწიფო ოფიციალური პირების ჩათვლით, რომელთაც ეს ბოროტება ჩაიდინეს. სიკვდილი სიკვდილის წილ“, – წერს მედვედევი.

თეთრი სახლში განაცხადეს, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ, აბსოლუტურად დაზუსტებით, უკრაინას არ აქვს არანაირი კავშირი „კროკუს სითიში“ განვითარებულ მოვლენებთან.