რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქში სასაზღვრო სოფლის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ხარკოვზე ისკანდერის ტიპის რაკეტებით დარტყმების შედეგად კი ხუთი პირი დაშავდა
რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქში სასაზღვრო სოფლის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ხარკოვზე ისკანდერის ტიპის რაკეტებით დარტყმების შედეგად კი ხუთი პირი დაშავდა

რუსეთის ძალების მიერ ქალაქ ხარკოვზე ისკანდერის ტიპის რაკეტებით განხორციელებული დარტყმების შედეგად ხუთი სამოქალაქო პირი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

სინეგუბოვის ცნობით, დარტყმები ხოლოდნოგორსკის რაიონზე განხორციელდა.

ამასთან, სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვის ოლქში სასაზღვრო სოფლის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები იერიშის დროს ავტომობილში იმყოფებოდნენ.