რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე იმსჯელებს
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას განიხილავს.
ამის შესახებ რუსულ მედიას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა განუცხადა. წმინდა სინოდის სხდომა რუსეთის პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართება.
12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია პირველია, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.