რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია მინისტრის პრესმდივანზე, ანა უსაჩევაზე დაყრდნობით წერს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრი სახლში იმყოფება და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას.
„კულტურის მინისტრი, ოლგა ლიუბიმოვა დისტანციურად მუშაობს. „კოვიდ-19“-ზე ტესტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. მინისტრი სახლში იმყოფება და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას, მონაწილეობას იღებს შეხვედრებში ონლაინ ფორმატში. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი ჯერ არ არის“, – აცხადებს კულტურის მინისტრის პრესმდივანი ანა უსაჩევა.