რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საგამოძიებო გამოცემები Bellingcat და The Insider არასასურველ ორგანიზაციებად გამოაცხადა
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საგამოძიებო გამოცემები Bellingcat და The Insider არასასურველ ორგანიზაციებად გამოაცხადა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს.
არასასურველ ორგანიზაციებად გამოცხადება ნიშნავს, რომ მათ ფაქტობრივად რუსეთში საქმიანობა ეკრძალებათ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს აღნიშნულ გამოცემებთან თანამშრომლობა ეზღუდებათ.
ორივე გამოცემა რუსეთში უკვე იყო გამოცხადებული „უცხოურ აგენტად“. რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, Bellingcat-ისა და The Insider-ის საქმიანობა „რუსეთის საკონსტიტუციო მოწყობის საფუძვლებსა და უსაფრთხოებას საფრთხეს წარმოადგენს“.
პროკურატურამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართა, რომ აღნიშნული გამოცემები რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიტანოს.
Bellingcat და The Insider ცნობილები არიან თავიანთი ერთობლივი გამოძიებებით კრემლისა და რუსული პრესსამსახურების სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის, კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ საქმიანობის, ასევე ნავალნისა და სკრიპალების მოწამლვის შესახებ.