„რუსეთის ფოსტის" პირველი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა
15:41, 02.04.2018
„რუსეთის ფოსტის” პირველი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა და დაიმსხვრა. ინციდენტი ულან-უდეში მოხდა. ინფორმაციას Flash Siberia ავრცელებს.
უპილოტო საფრენ აპარატს ამანათი დასახლება ნიჟნი საიანტუიში უნდა ჩაეტანა.
პირველი უპილოტო საფრენი აპარატის გაშვების ცერემონიას ბურიატიის რეგიონის ხელმძღვანელი და „რუსეთის ფოსტის“ დირექტორი ესწრებოდნენ.
როგორც ვარაუდობენ, უპილოტო აპარატის ჩამოვარდნის მიზეზი Wi-Fi-ის ქსელი გახდა.
აპარატის ღირებულება 1,2 მილიონი რუბლია. მისი აღდგენა შეუძლებელია.