მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს
მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს

ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს.

გავრცელებული ცნობით, უპილოტო საფრენტი აპარატი მეექვსე რეაქტორის თავზე მოძრაობდა, რომელიც ამჟამად გათიშულია.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირთვულ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად რეაქტორის დამცავი კონსტრუქცია დაზიანდა.

ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ იერიშის დროს დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი და დაზიანება მოხდა ექვსივე ენერგობლოკზე.

სააგენტოს განმარტებით, მომხდარის გამო ბირთვული უსაფრთხოება საფრთხის წინაშე არ დამდგარა, თუმცა მსგავს ინციდენტებს შეუძლია, დაარღვიოს რეაქტორის გარსის დამცავი სისტემის მთლიანობა.