რუსეთის ფედერაციის საბჭომ გენერალურ პროკურორად იგორ კრასნოვის დანიშვნას მხარი დაუჭირა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან იური ჩაიკას გათავისუფლებას და მის ნაცვლად იგორ კრასნოვის დანიშვნას მხარი დაუჭირა.
სენატორებმა კრასნოვის კანდიდატურა გენერალური პროკურორის პოსტზე ერთხმად დაამტკიცეს. იგორ კრასნოვი მანამდე საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
კენჭისყრისას ფედერაციის საბჭოს ერთმა წევრმა ჩაიკას გათავისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.
იური ჩაიკა რუსეთის გენერალურ პროკურორად თითქმის 14 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ჩაიკას თანამდებობიდან გათავისუფლების ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 20 იანვარს გამოვიდა.
როგორც კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ჩაიკას ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის წარმომადგნლის პოსტი შესთავაზეს.