რუსეთის ფედერაციის საბჭომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალებში შესვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

როგორც კენჭისყრამდე რუსმა სენატორებმა აღნიშნეს, „შეთანხმება არ არღვევს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და არ ცვლის მისი შეიარაღებული ძალების სტატუსს”.

შესაბამის შეთანხმებას რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმა 2017 წლის მარტში მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, არაღიარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები სამხედრო სამსახურს რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში გაივლიან.

მანამდე, გასულ კვირას, ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაუჭირა მხარი.