რუსეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი მათი ერთადერთი კოსმოსური რადიოტელესკოპი მწყობრიდან გამოვიდა. სპეციალისტები ხელსაწყოზე კონტროლის დამყარებას ამაოდ ცდილობენ.
თანამგზავრი Spektr-R სიგნალებს კვლავ ავრცელებს, მაგრამ 11 იანვრიდან ვერ ხერხდება მასზე კონტროლის დამყარება.
თანამგზავრი 2011 წელს გაუშვეს და ექსპლუატაციის ვადას უკვე სამი წელი გადააცილა. რუსები მას გალაქტიკაში და მის მიღმა არსებული რადიოწყაროების შესასწავლად იყენებდნენ.
წარუმატებელი აღმოჩნდა „როსკოსმოსის“ მიერ ტელესკოპზე კონტროლის დამყარების კიდევ ერთი მცდელობა.
როგორც რუსეთის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, უახლოეს დღეებში თანამგზავრთან დაკავშირებას კვლავ შეეცდებიან.