რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის შვიდი არასრულწლოვანია
რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 21 ადამიანი. რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის შვიდი, დაშავებულთა შორის კი 14 არასრულწლოვანია.
შეიარაღებულმა მამაკაცმა იჟევსკის 88-ე სკოლაში ცეცხლი დღეს დილით გახსნა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა.
დაზარალებულთა დასახმარებლად, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 14 ჯგუფი.