რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი ადამიანი

12:27, 26.09.2022

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი და დაშავებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

გავრცელებული ცნობით, თავდამხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მსგავსი